ინვენტარის გაქირავების პროგრამა
ტერმინოში ინვენტარის გაქირავება იმავე სალაროზე ფორმდება, სადაც გაყიდვა: მოლარე ირჩევს ნივთებს და პერიოდს, ფასი კი ფილიალის დღიური ფასით ითვლება. ყოველთვის ჩანს, რა არის გატანილი, ვისთან და როდის უნდა დაბრუნდეს, დაგვიანებისას კი დამატებითი დღეები თავად ითვლება.
როგორ გადის სამუშაო დღე
რას მოიცავს
გაყიდვა და გაქირავება ერთ სალაროზე
სალაროს ზედა ზოლში „გაყიდვა“ და „გაქირავება“ ერთი შეხებით იცვლება. გასაქირავებელი ნივთები გაყიდვის მარაგისგან ცალკე აღირიცხება.
დღიური ფასი ფილიალების მიხედვით
თითოეულ ნივთს თითოეულ ფილიალში თავისი დღიური ფასი და რაოდენობა აქვს. ყოველი დაწყებული 24 საათი ერთ დღედ ითვლება.
ჯავშნები
ნივთს მომავალი თარიღით ჯავშნი. ჯავშნისას თანხა არ იხდება: მომხმარებელი იხდის ნივთის გაცემისას ან დაბრუნებისას.
თავისუფალი რაოდენობა
ნივთის ბარათზე ჩანს, რამდენი ერთეულია თავისუფალი არჩეული პერიოდისთვის. თუ მეტს ირჩევ, სალარო გაგაფრთხილებს.
ვადაგადაცილებული გაქირავებები
„აქტიური გაქირავებები“ სიაში ჩანს, რომელი ნივთი აგვიანებს და რამდენით. დაბრუნებისას დამატებითი დღეები იმავე დღიური ფასით ითვლება.
მომხმარებლის ძებნა პირადი ნომრით
მიიღება საქართველოს პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი. ვინც უკვე ქირაობდა, მისი სახელი და გვარი თავად ივსება.
გაქირავებების ისტორია
სისტემაში ჩანს ყველა ჯავშანი და გაქირავება სტატუსით, გატანილი ნივთები და შემოსავალი გაქირავებიდან არჩეული პერიოდისთვის.
ხშირად დასმული კითხვები
შემიძლია ერთ სალაროზე გაყიდვაც და გაქირავებაც?
დიახ. Termino-ს სალაროს ზედა ზოლში „გაყიდვა“ და „გაქირავება“ ერთი შეხებით იცვლება. გასაქირავებელი ნივთები გაყიდვის მარაგისგან ცალკე აღირიცხება, ამიტომ გაქირავება ნაშთს არ ცვლის.
როგორ ითვლება გაქირავების ფასი?
Termino-ში ფასი ითვლება ფილიალის დღიური ფასით, დღეების რაოდენობაზე. ყოველი დაწყებული 24 საათი ერთ დღედ ითვლება, ამიტომ 32 საათი ორი დღეა.
რა ხდება, თუ ნივთი დაგვიანებით დაბრუნდა?
დაბრუნებისას Termino ითვლის დამატებით დღეებს და მათ იმავე დღიური ფასით არიცხავს. მოლარეს შეუძლია ზოგიერთი ან ყველა დამატებითი დღე არ დაარიცხოს, და ეს მისი სახელით ჩაიწერება.
შემიძლია დეპოზიტის აღრიცხვა?
ამ ეტაპზე არა. Termino ყოველ გაქირავებაზე წერს მომხმარებლის სახელს, გვარს და პირად ნომერს ან პასპორტს, დეპოზიტი კი არ აღირიცხება.
როგორ ჩავრთო გაქირავება?
გაქირავებას Termino კომპანიისთვის მოთხოვნით რთავს, ნებისმიერ პაკეტზე. ჩართვის შემდეგ სისტემაში, ფილიალის რედაქტირებისას, ირჩევ, რომელ ფილიალში იმუშაოს გაქირავებამ.