გადასვლა შინაარსზე
მაღაზიის პროგრამა · ავეჯი

ავეჯის მაღაზიის პროგრამა

შესყიდვები მომწოდებლებისგან, შიდა გადაზიდვები და მარაგი ფილიალებში.

მაღაზიის პროგრამა ტერმინო ავეჯის მაღაზიაში აკონტროლებს, რა შეიძინე მომწოდებლისგან, რა დევს საწყობში და რა დგას შოურუმში. შიდა გადაზიდვა აღირიცხება მძღოლისა და ავტომობილის მონაცემებით, მომწოდებლის დავალიანება კი ყოველთვის ჩანს.

როგორ გადის სამუშაო დღე

  1. 01

    შესყიდვის გატარება

    შეგყავს მომწოდებლისგან მიღებული საქონელი ან იღებ მის RS.ge ზედნადებს. მარაგი იზრდება.

  2. 02

    გადაზიდვა საწყობიდან შოურუმში

    ქმნი შიდა გადაზიდვას და უთითებ მძღოლს და ავტომობილს. შოურუმი მიღებას ადასტურებს.

  3. 03

    გაყიდვა

    მოლარე ირჩევს პროდუქტს, იღებს ნაღდ ფულს, ბარათს ან ორივეს ერთად.

  4. 04

    მომწოდებელთან ანგარიშსწორება

    აფიქსირებ გადახდას და ხედავ, რამდენია დარჩენილი დავალიანება.

რას მოიცავს

  • შესყიდვები მომწოდებლებისგან

    თითოეული შესყიდვა ინახება მომწოდებლით, ფასებით და გადახდის სტატუსით.

  • შიდა გადაზიდვა მძღოლითა და ავტომობილით

    გადაზიდვაში იწერება ტრანსპორტირების ტიპი, მძღოლი და ავტომობილის ნომერი. მძღოლები სისტემას ამახსოვრდება.

  • მარაგი ფილიალებში

    საწყობი და შოურუმი ცალკე ფილიალებია, საკუთარი ნაშთით.

  • ფასები ფილიალების მიხედვით

    ერთ პროდუქტს სხვადასხვა ფილიალში სხვადასხვა ფასი და ფასდაკლება შეიძლება ჰქონდეს.

  • მომწოდებლის დავალიანება

    გადახდებისა და დავალიანების ისტორია თითოეული მომწოდებლისთვის.

  • საზომი ერთეულები

    პროდუქტი აღირიცხება ცალობით, მეტრებით ან კვადრატული მეტრებით.

  • გადაზიდვის ზედნადები RS.ge-ზემალე

რომელი პაკეტი შეგეფერება

პრო70₾/ თვეში

საწყობი და შოურუმი ორი ფილიალია, მათ შორის გადაზიდვა კი მხოლოდ პრო პაკეტშია.

ხშირად დასმული კითხვები

შემიძლია საწყობისა და შოურუმის ცალ-ცალკე აღრიცხვა?

დიახ. თითოეული მათგანი ცალკე ფილიალია საკუთარი ნაშთით, საქონელი კი მათ შორის შიდა გადაზიდვით გადადის. რამდენიმე ფილიალი პრო პაკეტშია.

რა მონაცემები იწერება შიდა გადაზიდვაში?

პროდუქტები და რაოდენობა, ტრანსპორტირების ტიპი, მძღოლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ავტომობილის ნომერი და მისამართები.

იგზავნება გადაზიდვის ზედნადები RS.ge-ზე?

ჯერ არა. შიდა გადაზიდვა Termino-ში აღირიცხება, RS.ge-ზე ზედნადების გაგზავნა კი დაგეგმილია. შემოსული ზედნადებების მიღება RS.ge-დან უკვე მუშაობს.

ვხედავ თუ არა მომწოდებლის დავალიანებას?

დიახ. თითოეული შესყიდვა და გადახდა ინახება, მომწოდებლის გვერდზე კი ჩანს დავალიანების ისტორია.

მზად ხარ დაიწყო?

დაიწყე 14-დღიანი უფასო საცდელი პერიოდით.