გადასვლა შინაარსზე
მაღაზიის პროგრამა · ტანსაცმელი

ტანსაცმლის მაღაზიის პროგრამა

ზომები, ფასდაკლებები და დაბრუნებები ერთ მარაგში, ყველა მაღაზიაში.

მაღაზიის პროგრამა ტერმინო ტანსაცმლის მაღაზიაში ერთ პროდუქტს რამდენიმე ზომით ინახავს: თითოეულ ზომას აქვს საკუთარი ბარკოდი, ნაშთი და ფასი. მოლარე სალაროზე ზომას ირჩევს, მფლობელი კი ხედავს, რომელი ზომა იყიდება და რომელი რჩება.

როგორ გადის სამუშაო დღე

  1. 01

    ახალი კოლექციის დამატება

    პროდუქტს ამატებ ერთხელ და ურჩევ ზომების სკალას. პროდუქტების Excel-იდან ატვირთვაც შეიძლება.

  2. 02

    გაყიდვა ზომის მიხედვით

    მოლარე ასკანერებს ეტიკეტს ან ირჩევს პროდუქტს და ზომას. ეკრანზე ჩანს, რამდენი ცალი დარჩა.

  3. 03

    ფასდაკლება და დაბრუნება

    ფასდაკლებას აყენებ პროცენტით ან თანხით. დაბრუნებისას ნივთი მარაგს უბრუნდება.

  4. 04

    დღის შეჯამება

    ხედავ გაყიდვებს მაღაზიების მიხედვით და ყველაზე გაყიდვად პროდუქტებს.

რას მოიცავს

  • მარაგი ზომების მიხედვით

    ერთი პროდუქტი, რამდენიმე ზომა. თითოეულ ზომას აქვს საკუთარი ბარკოდი, ნაშთი და ფასი.

  • ფასდაკლებები

    ფასდაკლება პროცენტით ან თანხით, ერთ პროდუქტზე ან ერთად ბევრზე, თითოეული ფილიალისთვის ცალკე.

  • საქონლის დაბრუნება

    მოლარე პოულობს გაყიდვას, ირჩევს დასაბრუნებელ ნივთს და თანხას აბრუნებს ნაღდით ან ბარათზე. დაბრუნება დაცულია PIN კოდით.

  • გაყიდვები მაღაზიის მიხედვით

    რეპორტებში გაყიდვები იფილტრება ფილიალით, სალაროთი და მოლარით.

  • პროდუქტების იმპორტი Excel-იდან

    მთელი ასორტიმენტი ერთი ფაილით იტვირთება: სახელები, ბარკოდები, ფასები და კატეგორიები.

  • ინვენტარიზაცია

    სეზონის ბოლოს ითვლი მარაგს და ხედავ დანაკლისს და ზედმეტობას.

  • ბარკოდი და ეტიკეტი

    ნივთს ან ზომას, რომელსაც ბარკოდი არ აქვს, Termino შიდა ბარკოდს უქმნის. ეტიკეტებს ბეჭდავ სისტემიდან, ერთ პროდუქტზე ან ბევრზე ერთად, თერმულ ეტიკეტის პრინტერზე.

რომელი პაკეტი შეგეფერება

პრო70₾/ თვეში

ლაითის 300 პროდუქტის ლიმიტში თითოეული ზომა ცალკე ითვლება, ამიტომ ტანსაცმლის მაღაზიას უმეტესად პრო სჭირდება.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ აღირიცხება ზომები Termino-ში?

პროდუქტს ურჩევ ზომების სკალას, მაგალითად S-დან XL-მდე. თითოეულ ზომას აქვს საკუთარი ბარკოდი, ნაშთი და ფასი, სალაროზე კი მოლარე ზომას ირჩევს.

შემიძლია ზომებზე ეტიკეტების დაბეჭდვა?

დიახ. Termino-ს სისტემაში, გვერდზე „პროდუქტები“, პროდუქტის მენიუდან აირჩევ „ეტიკეტის ბეჭდვა“ ან რამდენიმე პროდუქტს ერთად ბეჭდავ. თითოეულ ზომას თავისი ეტიკეტი ებეჭდება სახელით, ზომით და ბარკოდით, თერმულ ეტიკეტის პრინტერზე.

შემიძლია სხვადასხვა ფასდაკლება სხვადასხვა მაღაზიაში?

დიახ. ფასი და ფასდაკლება თითოეული ფილიალისთვის ცალკე იწერება, პროცენტით ან თანხით.

როგორ ხდება ნივთის დაბრუნება?

მოლარე გაყიდვების ისტორიაში პოულობს ჩეკს, ირჩევს დასაბრუნებელ ნივთს და უთითებს, ბრუნდება თუ არა ის მარაგში. დაბრუნება დასტურდება PIN კოდით და ხდება იმავე სალაროზე, სადაც ნივთი გაიყიდა.

ითვლება თუ არა თითოეული ზომა ცალკე პროდუქტად?

პაკეტის ლიმიტისთვის, დიახ. ლაითის 300 პროდუქტში თითოეული ზომა ცალკე ითვლება, პრო პაკეტში კი პროდუქტების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

მზად ხარ დაიწყო?

დაიწყე 14-დღიანი უფასო საცდელი პერიოდით.