გადასვლა შინაარსზე
მაღაზიის პროგრამა · მინიმარკეტი / სუპერმარკეტი

მინიმარკეტის პროგრამა

მარაგი, ბარკოდი და სალარო ერთ სისტემაში, ყველა სალაროზე.

მაღაზიის პროგრამა ტერმინო მინიმარკეტში აერთიანებს სალაროს, მარაგს და მომწოდებლებთან მუშაობას. მოლარე პროდუქტს ბარკოდით ატარებს, RS.ge ზედნადები მარაგს რამდენიმე დაწკაპუნებით ემატება, ნაშთი კი ყოველი გაყიდვის შემდეგ ახლდება.

როგორ გადის სამუშაო დღე

  1. 01

    საქონლის მიღება

    მომწოდებლის RS.ge ზედნადები ჩანს სისტემაში. ადასტურებ და პროდუქტები მარაგს ემატება.

  2. 02

    გაყიდვა ბარკოდით

    მოლარე ასკანერებს პროდუქტს და ის ჩეკში ემატება. ბარკოდის გარეშე საქონელი სახელით იძებნება.

  3. 03

    მარაგის კონტროლი

    პროდუქტების სიაში ჩანს, რა იწურება და რა ამოიწურა, თითოეული ფილიალისთვის ცალკე.

  4. 04

    ცვლის დახურვა

    სისტემა ადარებს დათვლილ ნაღდ ფულს მოსალოდნელ თანხას და ინახავს ცვლის ანგარიშს.

რას მოიცავს

  • ბარკოდის სკანერი

    მუშაობს USB და Bluetooth სკანერებთან. უცნობი ბარკოდის შემთხვევაში მოლარე მაშინვე იღებს შეტყობინებას.

  • RS.ge ზედნადებების მიღება

    შემოსული ზედნადები ჩანს სისტემაში. დადასტურებისას იქმნება შესყიდვა, მარაგი იზრდება და ზედნადები RS.ge-ზეც დასტურდება.

  • მარაგის კონტროლი

    ნაშთი ჩანს ფილიალების მიხედვით. დაბალი მარაგის და ამოწურული პროდუქტების სია ყოველთვის ხელთ გაქვს.

  • ფასების სწრაფი განახლება

    ფასს ცვლი ერთ პროდუქტზე ან ერთად ბევრზე, თითოეული ფილიალისთვის ცალკე.

  • ინვენტარიზაცია

    ითვლი მთელ ფილიალს, ერთ კატეგორიას ან არჩეულ პროდუქტებს. სისტემა აჩვენებს დანაკლისს და ზედმეტობას ლარებში.

  • მომწოდებლები და დავალიანება

    შესყიდვები, გადახდები და დავალიანების ისტორია თითოეული მომწოდებლისთვის.

  • RS.ge ფისკალიზაციამალე

რომელი პაკეტი შეგეფერება

პრო70₾/ თვეში

მინიმარკეტს, როგორც წესი, 300-ზე მეტი პროდუქტი აქვს და RS.ge ზედნადებებს იღებს. ორივე პრო პაკეტშია.

ხშირად დასმული კითხვები

შემიძლია RS.ge ზედნადების პირდაპირ პროგრამაში მიღება?

დიახ, პრო პაკეტში. Termino აჩვენებს შემოსულ ზედნადებებს, შენ თითოეულ ხაზს პროდუქტს უსაბამებ და ადასტურებ. დადასტურებისას მარაგი იზრდება და ზედნადები RS.ge-ზეც დასტურდება.

იყიდება თუ არა საქონელი წონით?

სალაროზე რაოდენობა მთელი რიცხვია, ამიტომ წონით გაყიდვა და სასწორთან კავშირი ამ ეტაპზე არ არის. დაფასოებული საქონელი ჩვეულებრივ, ბარკოდით იყიდება.

შემიძლია პროდუქტების Excel-იდან ატვირთვა?

დიახ. პროდუქტები იტვირთება .xlsx, .xls ან .csv ფაილიდან. შეცდომიანი ხაზების სია ცალკე ჩამოიტვირთება, რომ გაასწორო და თავიდან ატვირთო.

რამდენი სალაროს დაყენება შემიძლია?

პრო პაკეტში ერთი სალარო შედის, ყოველი დამატებითი თვეში 30 ლარი ღირს. ფილიალების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

მზად ხარ დაიწყო?

დაიწყე 14-დღიანი უფასო საცდელი პერიოდით.