ელექტრონიკის მაღაზიის პროგრამა
მაღაზიის პროგრამა ტერმინო ელექტრონიკის მაღაზიას აჩვენებს, რომელ ფილიალში რა დევს და რა ღირდა ის შესყიდვისას. ასორტიმენტი ერთი Excel ფაილით იტვირთება, გაყიდვა ბარკოდით ხდება, ფილიალებს შორის გადაზიდვა კი სისტემაში ფიქსირდება.
როგორ გადის სამუშაო დღე
რას მოიცავს
პროდუქტების იმპორტი Excel-იდან
იტვირთება .xlsx, .xls და .csv ფაილები. ატვირთვამდე ხედავ, რა დაემატება და რა ხაზებშია შეცდომა.
ბარკოდით გაყიდვა
სკანერი პოულობს პროდუქტს ბარკოდით. ძებნა სახელითაც შეიძლება.
მარაგი ფილიალების მიხედვით
თითოეულ ფილიალს აქვს საკუთარი ნაშთი და ფასი. ფილიალებს შორის ერთი დაწკაპუნებით გადადიხარ.
შიდა გადაზიდვა
საქონელი გადადის ფილიალიდან ფილიალში, მიღების დადასტურებით.
საქონლის დაბრუნება
დაბრუნებისას ირჩევ, ბრუნდება ნივთი მარაგში თუ ჩამოიწერება. თანხა ბრუნდება ნაღდით ან ბარათზე.
ფასების ისტორია
რეპორტში ჩანს, როდის და როგორ შეიცვალა თითოეული პროდუქტის ფასი.
ხშირად დასმული კითხვები
რა ფორმატის ფაილიდან იტვირთება პროდუქტები?
Excel-ის .xlsx და .xls ფაილებიდან და .csv ფაილიდან. არსებული პროდუქტები ბარკოდით იძებნება, ასე რომ ერთი და იგივე საქონელი ორჯერ არ დაემატება.
ვხედავ თუ არა ნაშთს ყველა ფილიალში?
დიახ. თითოეულ ფილიალს აქვს საკუთარი ნაშთი და ფასი, მფლობელი კი ფილიალებს შორის ერთი დაწკაპუნებით გადადის.
როგორ გადავიტანო საქონელი ერთი ფილიალიდან მეორეში?
ქმნი შიდა გადაზიდვას და უთითებ პროდუქტებს. ნაშთი მიმღებ ფილიალში იზრდება, როცა იქ მიღებას დაადასტურებენ. შიდა გადაზიდვა პრო პაკეტშია.
შეიძლება გაყიდული ნივთის დაბრუნება?
დიახ. დაბრუნება ხდება იმავე სალაროზე, სადაც ნივთი გაიყიდა, და დასტურდება ფილიალის PIN კოდით. მოლარე უთითებს, ბრუნდება ნივთი მარაგში თუ არა.