გადასვლა შინაარსზე
მაღაზიის პროგრამა · დრაივი

დრაივის პროგრამა

24/7 მაღაზიისთვის: სწრაფი გაყიდვა სკანერით, ცვლის გადაბარება ნაღდის დათვლით და მარაგი.

დრაივი გზისპირა ან უბნის 24/7 მაღაზიაა: ბევრი მოკლე ვიზიტი, ღამის ვაჭრობა და მოლარეები, რომლებიც ცვლას ერთმანეთს აბარებენ. Termino-ს სალარო სკანერით ყიდის, ინტერნეტის გათიშვისას გაყიდვას არ აჩერებს და ცვლის ბოლოს აჩვენებს, ემთხვევა თუ არა უჯრაში ნაღდი ფული.

როგორ გადის სამუშაო დღე

  1. 01

    ცვლის გახსნა

    მოლარე შედის თავისი PIN კოდით და წერს უჯრაში არსებულ თანხას. ერთ სალაროზე ერთდროულად ერთი ცვლაა ღია.

  2. 02

    გაყიდვა სკანერით

    მოლარე პროდუქტს ასკანერებს და ის ჩეკში ემატება. შტრიხკოდის გარეშე საქონელი სახელით იძებნება.

  3. 03

    გადახდა

    ნაღდი ფული, ბარათი ან ორივე ერთად. ნაღდი გადახდისას სალარო ხურდას ითვლის და ფულის უჯრა იღება.

  4. 04

    ცვლის გადაბარება

    მოლარე ითვლის უჯრას, სალარო აჩვენებს სხვაობას და ცვლას ხურავს. შემდეგი მოლარე ახალ ცვლას თავისი თანხით იწყებს.

რას მოიცავს

  • შტრიხკოდის სკანერი

    მუშაობს USB და Bluetooth სკანერებთან. უცნობი შტრიხკოდის შემთხვევაში მოლარე მაშინვე იღებს შეტყობინებას.

  • ცვლა ყოველ მოლარეზე

    ყოველ მოლარეს თავისი PIN კოდი აქვს, ცვლის ბოლოს კი სალარო აჩვენებს დათვლილი და მოსალოდნელი ნაღდის სხვაობას. ყოველი ცვლა რეპორტში ჩანს.

  • გაყიდვა ინტერნეტის გარეშე

    ღამით კავშირი თუ გაითიშა, სალარო ყიდის ყველა გადახდის ფორმით და გაყიდვებს კავშირის აღდგენისას თავად აგზავნის.

  • მარაგი

    ყოველი გაყიდვა ნაშთიდან აკლდება. პროდუქტების სიაში ჩანს, რა იწურება და რა ამოიწურა.

  • ინვენტარიზაცია

    ითვლი მთელ მაღაზიას, ერთ კატეგორიას ან არჩეულ პროდუქტებს. სისტემა აჩვენებს დანაკლისს და ზედმეტობას ლარებში.

  • ჩეკის ბეჭდვა

    ჩეკი იბეჭდება 80 მმ პრინტერზე, შენი ლოგოთი, მისამართით და ტელეფონით.

  • RS.ge ფისკალიზაციამალე

რომელი პაკეტი შეგეფერება

ლაითი30₾/ თვეში

დასაწყებად ლაითი საკმარისია: 300 პროდუქტამდე და 4 მოლარემდე. როცა ასორტიმენტი გაიზრდება ან RS.ge ზედნადებების მიღება დაგჭირდება, გადადი პროზე.

ხშირად დასმული კითხვები

მუშაობს Termino ღამით, თუ ინტერნეტი გაითიშა?

დიახ. გაყიდვა, ჩეკის ბეჭდვა და ფულის უჯრა ინტერნეტის გარეშეც მუშაობს, გაყიდვები კი კავშირის აღდგენისას თავად იგზავნება სისტემაში. ინტერნეტი სჭირდება ცვლის დასრულებას და მოლარის შესვლას მოლარეების სიიდან, ამიტომ ცვლას კავშირის აღდგენის შემდეგ ხურავ.

როგორ აბარებენ მოლარეები ცვლას ერთმანეთს?

მოლარე ცვლის ბოლოს ითვლის უჯრას და წერს დათვლილ თანხას. სალარო აჩვენებს სხვაობას მოსალოდნელ თანხასთან და ცვლას ხურავს, შემდეგი მოლარე კი თავისი PIN კოდით ახალ ცვლას ხსნის. ასე დანაკლისი ყოველთვის ერთ ცვლას და ერთ მოლარეს ეკუთვნის.

იყიდება თუ არა საქონელი წონით?

სალაროზე რაოდენობა მთელი რიცხვია, ამიტომ წონით გაყიდვა და სასწორთან კავშირი ამ ეტაპზე არ არის. დაფასოებული საქონელი ჩვეულებრივ, შტრიხკოდით იყიდება.

რა მოწყობილობები მჭირდება დრაივისთვის?

კომპიუტერი Windows-ით ან macOS-ით, შტრიხკოდის სკანერი, 80 მმ ჩეკის პრინტერი USB კავშირით და ფულის უჯრა. ბარათით გადახდისთვის ბანკის ტერმინალი ცალკე გჭირდება: მოლარე გადახდას ტერმინალზე ატარებს და სალაროში ადასტურებს.

მზად ხარ დაიწყო?

დაიწყე 14-დღიანი უფასო საცდელი პერიოდით.