მაღაზიის პროგრამა ქართული ბიზნესისთვის

რა არის ტერმინო?
ტერმინო არის მაღაზიის პროგრამა ქართული ბიზნესისთვის: სალარო, მარაგი, შესყიდვები და ანგარიშები ერთ სისტემაში.
სალარო მუშაობს კომპიუტერზე Windows-ით ან macOS-ით და ყიდის ინტერნეტის გარეშეც. მფლობელი ბრაუზერიდან ხედავს გაყიდვებს, მარაგს და ცვლებს ყველა ფილიალში.
ნახე მთელი პროგრამაინტეგრაციები
- TBC Bank
- Bank of Georgia
- Liberty Bank
- Credo Bank
- RS.ge
როგორ დავიწყო
ხშირად დასმული კითხვები
რა არის ტერმინო?
ტერმინო არის მაღაზიის პროგრამა ქართული ბიზნესისთვის: სალარო, მარაგი, შესყიდვები და ანგარიშები ერთ სისტემაში. სალარო მუშაობს კომპიუტერზე Windows-ით ან macOS-ით, მფლობელი კი ბიზნესს ბრაუზერიდან მართავს.
რა ღირს მაღაზიის პროგრამა ტერმინო?
ლაითი თვეში 39 ლარი ღირს, პრო თვეში 85 ლარი. წლიური გადახდით ფასი თვეში 30 და 70 ლარია. პრო პაკეტში ყოველი დამატებითი სალარო თვეში 39 ლარი ღირს.
არის თუ არა უფასო საცდელი პერიოდი?
დიახ. ყოველი ახალი ბიზნესი 14 დღით იღებს პრო პაკეტის ყველა ფუნქციას.
მუშაობს ტერმინო ინტერნეტის გარეშე?
დიახ. გაყიდვა, ჩეკის ბეჭდვა და ფულის უჯრა ინტერნეტის გარეშეც მუშაობს, მონაცემები კი სინქრონიზდება, როცა კავშირი აღდგება. ინტერნეტი საჭიროა სალაროს პირველი დაკავშირებისთვის და ცვლის დახურვისთვის.
რა მოწყობილობები მჭირდება?
საკმარისია კომპიუტერი Windows-ით ან Mac Apple-ის პროცესორით. სურვილისამებრ ემატება ბარკოდის სკანერი, 80 მმ ჩეკის პრინტერი USB კავშირით, ფულის უჯრა და მეორე ეკრანი მომხმარებლისთვის.
მუშაობს ტერმინო RS.ge-სთან?
დიახ. პრო პაკეტში ტერმინო იღებს შემოსულ ზედნადებებს RS.ge-დან და მათ შესყიდვად და მარაგად აქცევს. RS.ge ფისკალიზაცია და გადაზიდვის ზედნადებების გაგზავნა დაგეგმილია.
რა ენებზეა პროგრამა?
სალაროსა და მართვის სისტემის ინტერფეისი ქართულად და ინგლისურადაა.
როგორ დავიწყო?
დატოვე სახელი და ტელეფონი რეგისტრაციის გვერდზე. ჩვენ დაგიკავშირდებით და გაგიხსნით ანგარიშს. შემდეგ დაამატებ ფილიალს, პროდუქტებს და მოლარეს და დააყენებ სალაროს კომპიუტერზე.