გადასვლა შინაარსზე
მაღაზიის პროგრამა · ცხოველების მაღაზია

ცხოველების მაღაზიის პროგრამა

საკვების, აქსესუარებისა და პარტიების აღრიცხვა ერთ სისტემაში.

მაღაზიის პროგრამა ტერმინო ცხოველების მაღაზიაში ერთად აღრიცხავს საკვებს, აქსესუარებს და მოვლის საშუალებებს. გაყიდვა ბარკოდით ხდება, პარტიების რეპორტი კი აჩვენებს, რომელი მიღებიდან რამდენი დარჩა და რა ღირდა ის.

როგორ გადის სამუშაო დღე

  1. 01

    საქონლის მიღება

    შეგყავს შესყიდვა ან იღებ მომწოდებლის RS.ge ზედნადებს. ყოველი მიღება ცალკე პარტიად ჩანს.

  2. 02

    გაყიდვა ბარკოდით

    მოლარე ასკანერებს შეფუთვას. პროდუქტის პოვნა სახელით ან კატეგორიითაც შეიძლება.

  3. 03

    მარაგის შემოწმება

    ხედავ, რომელი საკვები იწურება, და დროულად უკვეთავ მომწოდებელს.

  4. 04

    ინვენტარიზაცია

    ითვლი ერთ კატეგორიას ან მთელ მაღაზიას და ადარებ სისტემის ნაშთს.

რას მოიცავს

  • საკვებისა და აქსესუარების მარაგი

    ყველა პროდუქტი კატეგორიებად, ბარკოდებით, სურათებით და მინიმალური ნაშთით.

  • პარტიების აღრიცხვა

    პარტიების რეპორტში ჩანს თითოეული მიღება, მისი თვითღირებულება და დარჩენილი რაოდენობა.

  • ბარკოდით გაყიდვა

    მუშაობს USB და Bluetooth სკანერებთან. პროდუქტი სახელითაც იძებნება.

  • ლოიალობის ბარათები

    ლოიალობა, ქულები და სპეციალური შეთავაზებები.

  • RS.ge ზედნადებების მიღება

    მომწოდებლის ზედნადებს იღებ პირდაპირ სისტემაში და მარაგი იზრდება.

  • ინვენტარიზაცია

    ითვლი კატეგორიას ან მთელ მაღაზიას. სისტემა აჩვენებს დანაკლისს და ზედმეტობას.

რომელი პაკეტი შეგეფერება

პრო70₾/ თვეში

ცხოველების მაღაზიას, როგორც წესი, 300-ზე მეტი პროდუქტი აქვს და RS.ge ზედნადებებს იღებს. ორივე პრო პაკეტშია.

ხშირად დასმული კითხვები

რას აჩვენებს პარტიების რეპორტი?

თითოეულ მიღებას ცალკე: როდის შემოვიდა, რა ღირდა და რამდენი დარჩა. ნაშთი ითვლება რიგით, ყველაზე ძველი პარტიიდან. ვარგისიანობის ვადები ამ ეტაპზე არ აღირიცხება.

იყიდება თუ არა საკვები წონით?

სალაროზე რაოდენობა მთელი რიცხვია, ამიტომ ასაწონი საკვების გაყიდვა ამ ეტაპზე არ არის. შეფუთული საკვები ჩვეულებრივ, ბარკოდით იყიდება.

როგორ ვიგებ, რომ პროდუქტი იწურება?

პროდუქტს უთითებ მინიმალურ ნაშთს. როცა მარაგი მასზე დაბლა ჩამოვა, პროდუქტი მოინიშნება სიაში და გამოჩნდება მთავარ გვერდზე, დაბალი მარაგის ცხრილში.

შემიძლია მომწოდებლის ზედნადების მიღება RS.ge-დან?

დიახ, პრო პაკეტში. შემოსულ ზედნადებს ხსნი სისტემაში, თითოეულ ხაზს პროდუქტს უსაბამებ და ადასტურებ.

მზად ხარ დაიწყო?

დაიწყე 14-დღიანი უფასო საცდელი პერიოდით.