რატომ ჩნდება პრობლემა
დანაკლისი ყოველთვის ქურდობას არ ნიშნავს. ხშირად უჯრიდან ფული გავიდა მომწოდებლის მძღოლისთვის ან ხურდის გასაცვლელად და არსად ჩაიწერა, ცვლა დაიწყო დაუთვლელი უჯრით, ან ერთ სალაროზე რამდენიმე ადამიანი ყიდდა და არავინ იცის, ვის ცვლაში გაჩნდა სხვაობა. როცა ყოველი ცვლა ერთ ადამიანს ეკუთვნის და ყოველი მოძრაობა ჩაწერილია, სხვაობის მიზეზი წუთებში ჩანს.
როგორ აკეთებ ამას Termino-ში
- 1
ცვლა იწყება დათვლილი უჯრით
მოლარე შედის თავისი PIN კოდით, ითვლის უჯრას და ფანჯარაში „დაიწყეთ ცვლა“ შეიყვანს თანხას. ეს არის „საწყისი ნაშთი“, საიდანაც მოსალოდნელი თანხა ითვლება. ერთ სალაროზე ერთდროულად ერთი ცვლაა ღია, ამიტომ სხვაობა ყოველთვის ერთ მოლარეს ეკუთვნის.
- 2
ჩაწერე ყოველი გაცემა და მიღება
თუ უჯრიდან ფული გადის, მაგალითად მომწოდებლის გადასახდელად, ან უჯრაში ხურდას ამატებ, მენიუდან აირჩიე „თანხის გაცემა“ ან „თანხის მიღება“ და ჩაწერე თანხა და კომენტარი. კომენტარი სავალდებულოა, ამიტომ მერე ჩანს, რისთვის გავიდა ფული.
- 3
ნაღდი ანაზღაურება თავისით იწერება
დაბრუნებისას ნაღდი ანაზღაურება ავტომატურად იწერება თანხის გაცემად, ამიტომ მყიდველისთვის დაბრუნებული თანხა მოსალოდნელ ნაღდ ფულში უკვე ითვლება. ყოველი დაბრუნება სტატუსით ჩანს რეპორტში „ტრანზაქციები“.
- 4
ცვლის ბოლოს დაითვალე
ფანჯარაში „ცვლის დასრულება“ ჩანს „საწყისი ნაშთი“, „გაყიდვები“, „თანხის მიღება“ და „თანხის გაცემა“. მოლარე წერს „დათვლილი თანხა“-ს, სალარო კი აჩვენებს „მოსალოდნელი ნაღდი ფული“-ს და „სხვაობა“-ს: „ზუსტად ემთხვევა“, ზედმეტი ან დანაკლისი. თუ არ ემთხვევა, ჯერ ხელახლა დაითვალე.
- 5
დახურე დღე
ბოლო ცვლის შემდეგ „დღის დახურვა“ აჩვენებს სალაროს დღის ჯამებს და ყოველი მოლარის სხვაობას. სისტემაში შეგიძლია ჩართო „სავალდებულო დღის დახურვა სალაროზე“: მაშინ ბოლო დახურვიდან 24 საათის შემდეგ სალარო გაყიდვას აჩერებს, სანამ დღე არ დაიხურება.
- 6
შეამოწმე სისტემაში
გახსენი „რეპორტები“ → „ცვლები“: ყოველ ცვლას აქვს მოლარე, სალარო, „საწყისი ბალანსი“, „ნაღდი გაყიდვები“, „მოსალოდნელი ნაშთი“ და „სხვაობა“. ყოველი გაცემა და მიღება კომენტარით ჩანს რეპორტში „თანხის გაცემა/მიღება“.
სრული ინსტრუქცია სურათებით ხელმისაწვდომია Termino-ს სისტემაში შესვლის შემდეგ.
ნახე სრული ინსტრუქციახშირად დასმული კითხვები
სად ვნახო, ვის ცვლაში გაჩნდა დანაკლისი?
Termino-ს სისტემაში, რეპორტში „ცვლები“. ყოველ ცვლას თავისი მოლარე, სალარო და სხვაობა აქვს, ასე რომ, დანაკლისი კონკრეტულ ცვლას და ადამიანს უკავშირდება.
რა მოხდება, თუ მოლარე ცვლის დასრულებას დაივიწყებს?
ცვლა ღია რჩება და Termino-ს სისტემაში „ღია“ სტატუსით ჩანს. მეორე დღეს იგივე მოლარე შედის და ჯერ ძველ ცვლას ასრულებს, შემდეგ იწყებს ახალს.
გაცემაში შეცდომით არასწორი თანხა ჩავწერე.
Termino-ში ჩაწერილი ოპერაცია არ იშლება. ჩაწერე საპირისპირო ოპერაცია იმავე თანხით, გაცემის ნაცვლად მიღება ან პირიქით, და კომენტარში მიუთითე, რომ ეს შესწორებაა.
რამდენი ნაღდი დავტოვო უჯრაში ცვლის დასაწყისში?
ეს ხურდის საჭიროებაზეა დამოკიდებული. მთავარია, Termino-ს სალაროზე ეს თანხა ყოველ ცვლაზე დაითვალო და შეიყვანო როგორც საწყისი ნაშთი; თუ უჯრა ცარიელია, შეიყვანე 0.
Termino-ს დღის დახურვა Z-ანგარიშია?
არა. დღის დახურვა სალაროს ეკრანზე ნაჩვენები ანგარიშია: დღის ჯამები და მოლარეების სხვაობა. ის ფისკალური Z-ანგარიში არ არის და არ იბეჭდება.