გადასვლა შინაარსზე
აკადემიასალარო

შტრიხკოდის სკანერი სალაროში: როგორ გავყიდოთ სწრაფად

შტრიხკოდის სკანერი სალაროს კომპიუტერს USB-ით ან Bluetooth-ით უერთდება: ასკანერებ და პროდუქტი მაშინვე კალათაში ჩნდება. Termino-ს სალაროზე სკანერი ეკრანის ნებისმიერ ადგილას მუშაობს, ამიტომ ძებნის ველში დაჭერა არ სჭირდება. შტრიხკოდის გარეშე საქონელს პოულობ ძებნით ან ბადიდან, ან სისტემაში შიდა შტრიხკოდს უქმნი ღილაკით „გენერირება“.

რატომ ჩნდება პრობლემა

რიგი სალაროსთან ყველაზე ხშირად ნელი ძებნის გამო იქმნება: მოლარე პროდუქტს სიაში ეძებს ან სკანერამდე ჯერ ძებნის ველს აჭერს. შტრიხკოდის გარეშე საქონელზე კი მოლარე ხშირად „მსგავს“ პროდუქტს ატარებს, ამიტომ მარაგიც და რეპორტიც ცდება. სკანერის ყიდვისას კი ხშირად არ იციან, რომელი სჭირდებათ და იმუშავებს თუ არა ის სალაროსთან.

როგორ აკეთებ ამას Termino-ში

  1. 1

    დააკავშირე სკანერი

    Termino-ს სალარო მუშაობს USB ან Bluetooth შტრიხკოდის სკანერთან, რომელიც სალაროს კომპიუტერს უერთდება. დაკავშირების შემდეგ დაასკანერე ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც სისტემაში უკვე დამატებულია, და შეამოწმე, რომ ის კალათაში ჩაჯდა.

  2. 2

    დაასკანერე ეკრანის ნებისმიერ ადგილას

    სკანერი მუშაობს ეკრანის ნებისმიერ ადგილას, ძებნის ველში დაჭერა საჭირო არ არის: დაასკანერე და პროდუქტი კალათაში ჩაჯდება. ბარათის კუთხეში ფილიალის ნაშთი ჩანს.

  3. 3

    ძებნა და ბადე, როცა კოდი არ იკითხება

    პროდუქტს იპოვი ჩანართებით „მთავარი“, „კატეგორიები“ და „მომწოდებლები“, კატეგორიის ღილაკებით ან ველით „პროდუქტის ძებნა…“. დააჭირე ბარათს და პროდუქტი კალათაშია. ზედა მარჯვენა კუთხის ხატულებით პროდუქტებს ბადედ ან სიად აჩვენებ.

  4. 4

    კალათა და გადახდა

    რაოდენობას სტრიქონზე − და + ცვლის, ან მონიშნულ სტრიქონზე ციფრებით შეიყვან, „რაოდენობა“-ში. × სტრიქონს შლის. ქვემოთ ჩანს „სულ გადასახდელი“: დააჭირე „გადახდა“ და აირჩიე „ნაღდი“, „ბარათი“ ან „გაყოფა“.

  5. 5

    გადადე კალათა, რიგი რომ არ გაჩერდეს

    თუ მყიდველს რამე დაავიწყდა, დააჭირე ⋯ კალათის ქვეშ და აირჩიე „შეკვეთის გადადება“: კალათა დაცარიელდება და შემდეგ მყიდველს მოემსახურები. გადადებულ შეკვეთას ზედა მარცხენა კუთხის შეკვეთის ნომრიდან გააგრძელებ.

  6. 6

    შიდა შტრიხკოდი საქონელზე, რომელსაც კოდი არ აქვს

    სისტემაში პროდუქტის დამატებისას შტრიხკოდის ველთან დააჭირე „გენერირება“ და Termino შიდა შტრიხკოდს შექმნის, გვერდზე „პროდუქტები“ კი მის ეტიკეტს დაბეჭდავ (ნაბიჯ-ნაბიჯ: გაკვეთილი „შტრიხკოდის შექმნა და ეტიკეტის ბეჭდვა“). ასე ყოველი ერთეული თავისი პროდუქტით გაიყიდება და ნაშთი სწორად ჩამოიწერება.

  7. 7

    რიგის ნომრები (Pro)

    თუ მყიდველები შეკვეთას ელოდებიან, Pro გეგმაზე ფილიალს ჩაურთე „რიგის მართვა“. ყოველ გაყიდვას რიგის ნომერი მიენიჭება, რომელიც სალაროს ეკრანზე ჩანს და ქვითარზე იბეჭდება.

სრული ინსტრუქცია სურათებით ხელმისაწვდომია Termino-ს სისტემაში შესვლის შემდეგ.

ნახე სრული ინსტრუქცია

ხშირად დასმული კითხვები

როგორი შტრიხკოდის სკანერი ვიყიდო სალაროსთვის?

Termino-ს სალაროსთან მუშაობს USB და Bluetooth სკანერები: სადენიანი ხელის სკანერი, უსადენო სკანერი და სადგამიანი სკანერი, რომელიც პროდუქტს ხელის გარეშე კითხულობს. მთავარია, სკანერი კითხულობდეს იმ კოდებს, რომლებიც შენს საქონელზეა.

სკანერი არაფერს ამატებს. რა ვქნა?

შეამოწმე, რომ პროდუქტს Termino-ს სისტემაში ზუსტად ეს შტრიხკოდი აქვს და რომ პროდუქტი აქტიურია. ახალი პროდუქტი სალაროზე ჩნდება დაახლოებით 15 წამში, როცა სალარო ონლაინ არის.

შეიძლება ნაშთზე მეტის გაყიდვა?

ეს მფლობელის პარამეტრზეა დამოკიდებული. თუ Termino-ში „უარყოფითი მარაგის დაშვება“ გამორთულია, სალარო ნაშთზე მეტს არ გაყიდის და აჩვენებს, რამდენია ხელმისაწვდომი.

პროდუქტის ფასი შეიცვალა, კალათაში კი ძველი ფასი ჩანს.

კალათაში უკვე ჩამატებული სტრიქონი ინარჩუნებს იმ ფასს, რომლითაც ჩაემატა. ახალი ფასი Termino-ს სალაროზე შემდეგ დამატებაზე გამოჩნდება.

შეიძლება პროდუქტის წონით გაყიდვა?

Termino-ს სალარო რაოდენობას მთელი ერთეულებით ითვლის და სასწორთან დაკავშირებული არ არის, ამიტომ წონის საქონელს დღეს ცალობით ან შეფუთვით ყიდი: მაგალითად, 500-გრამიანი შეფუთვა ცალკე პროდუქტია თავისი შტრიხკოდით და ფასით. რამდენიმე შეფუთვას მოლარე ციფრებით შეიყვანს, „რაოდენობა“-ში.

მზად ხარ დაიწყო?

დაიწყე 14-დღიანი უფასო საცდელი პერიოდით.